გასვლითი მეცადინეობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გასვლითი მეცადინეობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, სასწავლო კურსის - “საადვოკატო საქმიანობის საფუძვლები” - პრეკლინიკის ფარგლებში, რომელსაც გრუნის სამართლის სკოლის პროფესორი, ირაკლი ყანდაშვილი ხელმძღვანელობს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ეწვივნენ.

 

შეხვედრაზე, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის კურსდამთავრებული - კონსტანტინე გელაშვილი, ადვოკატთა პროფესიული ეთიკის საკითხები განიხილეს.

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ვიზიტს ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე - ქეთევან გაბრიჭიძე.