გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მეცნიერული კვლევისა და შემოქმედებითი ინიციატივის განვითარების ფონდმა ინდივიდუალური და საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები შეაჯამა და საუკეთესო პროექტები გამოავლინა.
უპირატესობა მიენიჭა ისეთ პროექტებს, რომლებშიც თვალსაჩინოდ იყო გამოკვეთილი:
- პრობლემის ინტერდისციპლინური კვლევა;
- კვლევის მეთოდების ორიგინალურობა/ეფექტიანობა;
- კვლევის შედეგების თეორიული ან/და პრაქტიკული მნიშვნელობა;
- კვლევითი/სამუშაო ვიზიტის როგორც საფაკულტეტო, ისე საუნივერსიტეტო მნიშვნელობა;
- სტუდენტების ჩართულობა.
ვულოცავთ გამარჯვებული პროექტების ავტორებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.
სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრი ინდივიდუალურად განაგრძობს მუშაობას გამარჯვებული პროექტების ავტორებთან, პროექტების დასრულებამდე.