GRUNI SDGs-ის სტუდენტური კლუბის ლოგოს კონკურსი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


GRUNI SDGs-ის სტუდენტური კლუბის ლოგოს კონკურსი

GRUNI-ის მდგრადი განვითარების ცენტრი აცხადებს GRUNI SDGs-ის სტუდენტური კლუბის ლოგოს კონკურსს. ლოგო უნდა გამოხატავდეს კლუბის მისიასა და მის მისწრაფებას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განსახორციელებლად.

 

GRUNI SDGs-ის სტუდენტური კლუბი მდგრადი განვითარების ცენტრის ორგანიზებით შეიქმნა. ინიციატივის მიზანია სტუდენტების ჩართვა ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში და მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ მიზნების რეალიზება.

 

კონკურსის პირობები:

  • ლოგოს ესკიზის პროექტი შესრულდეს კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით;
  • ლოგოს კონცეფცია დაკავშირებული უნდა იყოს მდგრად განვითარებასთან (ლოგოს დიზაინი უნდა შეიცავდეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების სახასიათო ნიუანსებს);
  • ლოგო უნდა იყოს უნიკალური (არ უნდა იყოს მიმსგავსებული სხვა არსებულ ლოგოებს);
  • მარტივად უნდა თავსდებოდეს დაწესებულების ნებისმიერ საბრენდო პროდუქციაზე;
  • ლოგო უნდა იყოს მარტივად აღქმადი, დასამახსოვრებელი და ვიზუალურად მიმზიდველი; 
  • ლოგო უნდა შეიცავდეს ორენოვან წარწერას - ქართულ და ინგლისურ ენაზე - GRUNI SDGs სტუდენტური კლუბი / GRUNI SDGs Student Club;
  • გამარჯვებულ ლოგოზე GRUNI-ის მდგრადი განვითარების ცენტრს უნდა ჰქონდეს ექსკლუზიური საავტორო უფლება;
  • ლოგო წარმოდგენილი უნდა იყოს PNG, JPG ან SVG ფორმატით გამჭვირვალე ფონით (background-ით).
  • გამარჯვებულ ლოგოს გამოავლენს GRUNI-ის მდგრადი განვითარების ცენტრი. ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: ვიზუალური მხარე & იდეა და კონცეფცია.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ GRUNI-ის სტუდენტებს.

 

კონკურსის ჩატარების ვადები:

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 აპრილი.

გამარჯვებული გამოვლინდება 2025 წლის 7 მაისამდე.

 

მსურველებმა საკონკურსო ნამუშევრები უნდა გამოგზავნონ მითითებულ ელფოსტაზე: info.sdgscenter@gruni.edu.ge Subject-ის ველში მიუთითეთ GRUNI SDGs Student Club Submission. ლოგოსთან ერთად გამოგზავნეთ ლოგოს კონცეფციის მოკლე განმარტება.

 

კონკურსის შედეგები გამოცხადდება GRUNI-ის მდგრადი განვითარების ცენტრის Facebook პლატფორმაზე. გამარჯვებული ლოგოს ავტორს კონკურსის შედეგების შესახებ ეცნობება ინდივიდუალურადაც.

 

გამარჯვებული ლოგოს ავტორი ცენტრისგან მიიღებს სიმბოლურ საჩუქარს.

 

კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები

გამარჯვებული ლოგოს პროექტი გადადის GRUNI-ის მდგრადი განვითარების ცენტრის საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელფოსტაზე: info.sdgscenter@gruni.edu.ge