გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი უკვე მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს Duale Hochschule Baden-Württemberg-ის (Baden-Wuerttemberg Cooperative State University) სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
პარტნიორობის ფარგლებში, ბიზნესის და მართვის სკოლის სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ერთი სემესტრი ისწავლონ ჰაიდენჰაიმში.
მასპინძელ უნივერსიტეტში გავლილი საგნები სრულად იქნება აღიარებული მშობლიური უნივერსიტეტის მიერ.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა 2025 წლის 6 აპრილის ჩათვლით უნდა მიმართონ გრუნის საერთაშორისო ინტეგრაციის ცენტრს, ელექტრონულ მისამართზე: international@gruni.edu.ge