გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მარკეტინგის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი წლის სტუდენტი, თიკო შონია, 2025 წლის მარტიდან სტაჟირებას ახალგაზრდულ ასოციაციაში - „დრონი“, გაივლის.
სტაჟირების ფარგლებში, ის იმუშავებს სხვადასხვა პროექტზე და აქტიურად ჩაერთვება ორგანიზაციის სოციალური მედიის მართვასა და კონტენტის შექმნაში.
ვულოცავთ თიკო შონიას ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს პროფესიულ ცხოვრებაში და მადლობას ვუხდით ორგანიზაციას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის!
გრუნიმ ახალგაზრდულ ასოციაციასთან 2022 წლის თებერვალში გააფორმა მემორანდუმი, რომლის ფარგლებში ათობით სტუდენტი მონაწილეობდა ევროკავშირის მიერ სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო სემინარებში.