GRUNI-ის ახალი საგანმანათლებლო პროგრამები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


GRUNI-ის ახალი საგანმანათლებლო პროგრამები

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა დაასრულა 2025 წლის სადოქტორო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, რომლებიც მოამზადებს მდგრადი განვითარების სფეროს მომავალ ლიდერებს. პროგრამები პასუხობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs), განათლების პასუხისმგებლიანი მენეჯმენტის პრინციპებსა (PRME) და გაეროს გლობალურ შეთანხმებას (GC). 

სააკრედიტაციო პროცედურების წარმატებით დასრულების შემდგომ, გრუნი სტუდენტების პირველ ნაკადს 2025 წლის სექტემბრიდან მიიღებს.

პროგრამები გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრმა მოამზადა.

 

GRUNI-ის ახალი საგანმანათლებლო პროგრამები:

 

მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამა (3 წელი | 60 კრედიტი)

მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამა ინტენსიურ კვლევაზე ორიენტირებული პროგრამაა, რომელიც აკადემიურ პერსონალსა და პროფესიონალებს სთავაზობს შესაძლებლობას, ჩამოყალიბდნენ მომავალ ლიდერებად, მკვლევრებად და ექსპერტებად მდგრადი ბიზნესის სფეროში. პროგრამა ფოკუსირდება მდგრადობაზე, კორპორაციულ სტრატეგიასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე. მისი მიზანია თეორიული ცოდნა შეუსაბამოს პრაქტიკულ გამოვლინებებს.

 

მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა (2 წელი | 120 კრედიტი)

მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს სტუდენტები ბიზნესის განვითარების სტრატეგიებში მდგრადობის კომპონენტის ინტეგრირებისათვის საჭირო ცოდნითა და უნარებით. პროგრამა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, ჩამოყალიბდნენ ლიდერებად და ეფექტურად მართონ მდგრადი ტრანსფორმაციის პროცესი ბიზნესსექტორში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. 

 

მდგრადი ბიზნესის ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამა (1 წელი | 60 კრედიტი)

მდგრადი ბიზნესის ტრანსფორმაციის ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა ამ საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს სთავაზობს ინტენსიურ სასწავლო კურსს, რომლის მიზანია, საჭირო უნარებით აღჭურვოს სტუდენტები ორგანიზაციულ დონეზე მდგრადი ინიციატივების დასანერგად. პროგრამა უზრუნველყოფს მდგრადი ბიზნესპრაქტიკის ელემენტების ჩართვას მენეჯმენტის ფუნდამენტურ პრინციპებში და მიზნად ისახავს, მოამზადოს კურსდამთავრებულები, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ მსოფლიო დონეზე არსებული კორპორაციების ტრანსფორმაციის პროცესში.

 

რატომ ჩვენი პროგრამები?

  • ისწავლეთ გამოცდილი პროფესორებისგან და დარგის პროფესიონალებისგან მდგრადობისა და ბიზნესის მენეჯმენტის მიმართულებით;
  • შეიძინეთ პრაქტიკული გამოცდილება შემთხვევის ანალიზის, ინტენსიური თანამშრომლობისა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებში მონაწილეობის გზით;
  • მოირგეთ ლიდერის როლი კერძო ან საჯარო სექტორში, არასამთავრო სექტორში ან/და სხვა ინდუსტრიებში;
  • მიიღეთ ინფორმაცია საერთაშორისო ტენდენციების შესახებ მდგრადი განვითარების მიმართულებით და ეფექტურად მართეთ რეგიონული გამოწვევები.

 

მისამართი: თბილისი, ირინა ენუქიძის #3 (აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ); 0159

ვებგვერდი: https://www.gruni.edu.ge/institute 

Facebook: https://www.facebook.com/p/GRUNI-SDGs 

Instagram: https://www.instagram.com/sdgsgruni/ 

ტელეფონი: +995 557 311 556; (+995 32) 2384406 (211); (+995 32) 2382706 (211)

ელ-ფოსტის მისამართი: info.sdgscenter@gruni.edu.ge