გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი ირაკლი ყანდაშვილი, რექტორის მიწვევით, სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პროფესორი მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში, ამავდროულად, მან უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ინგლისურ ენაზე წაიკითხა სპეციალური კურსი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული სამოქმედო გეგმაც.