8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებმა, ასოცირებულ პროფესორ ერეკლე უგრელიძის ხელმძღვანელობით, მოაწყვეს გასვლითი სასწავლო ტური დიდგორის ველზე.
ტურის მიზანს წარმოადგენდა საფეხმავლო მარშრუტების შესწავლა და პრაქტიკულად განხორციელება.
სტუდენტებს სოფელ ხეკორძში უმასპინძლა აბო ზარიძემ, რომელმაც დაათვალიერებინა მშენებარე საოჯახო სასტუმრო და მარანი. გაიმართა ღვინის დეგუსტაცია, რაც სტუდენტებისთვის პროფესიული თვალსაზრისითაც საინტერესო იყო.
ტურის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მიერ 1990 წელს შექმნილი მემორიალური კომპლექსი, რომელიც მდებარეობს თრიალეთის ქედზე და ეძღვნება საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - დიდგორის ბრძოლას.
წელს შესრულდა დავით აღმაშენებლის გარდაცვალების 900 წელი.