მარკეტინგის საერთაშორისო კონფერენცია ვენეციაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მარკეტინგის საერთაშორისო კონფერენცია ვენეციაში


2025 წლის 23-25 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირებისა და კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი, ნინო ცხოვრებაშვილი, მონაწილეობდა ვენეციაში გამართულ მარკეტინგის საერთაშორისო კონფერენციაში. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია:

  • მარკეტინგის ფრანგული ასოციაცია l’Association Française du Marketing (AFM);
  • მარკეტინგის ესპანური ასოციაცია The Spanish Association of Academic;
  • მარკეტინგის იტალიური ასოციაცია La Società Italiana Marketing;
  • იტალიური მარკეტინგული გაერთიანება/საზოგადოება SIM (Italian Marketing Society).

 

წელს ნინო ცხოვრებაშვილი აღნიშნული კონფერენციის სარეცენზიო საბჭოს წევრადაც აირჩიეს, რაც დიდი ნდობის გამოხატულებაა კონფერენციის პრეზიდენტის, ფრანსუაზ კონშონ ანდრიანის, მიერ. კონფერენციაზე გრუნის პროფესორმა წარადგინა პოსტერი თემაზე „ რეკლამის მახასიათებლები და მათი გავლენა მომხმარებელზე, ქართული რეკლამის მაგალითზე“, სადაც ქართველი მომხმარებლის მოსაზრებები იყო განხილული.

 

ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელშიც 50 ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტები მონაწილეობენ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მეორედ იყო წარმოდგენილი. კონფერენციის მუდმივი მონაწილეები არიან: საფრანგეთის, იტალიის, ისრაელის, ინგლისის, ამერიკის, კანადის, ესპანეთის, გერმანიის, ავსტრიის, პორტუგალიის, შვეიცარიის, დანიის, ავსტრალიის, კატარის, ინდოეთის, საბერძნეთის, თურქეთის, იაპონიის, ახალი ზელანდიის, ჩინეთის, მექსიკის, ლიბანის, ტუნისის, კამერუნის, ფინეთის უნივერსიტეტების პროფესორები, დოქტორანტები, დარგის ექსპერტები და პრაქტიკოსები.