ტეხას A&M უნივერსიტეტის პროგრამის - "Paths to Publication"-ის მეხუთე ნაკადის გაიხსნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტეხას A&M უნივერსიტეტის პროგრამის - "Paths to Publication"-ის მეხუთე ნაკადის გაიხსნა


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, როგორც პარტნიორი, აქტიურად განაგრძობს ტეხას A&M უნივერსიტეტის პროგრამის - "Paths to Publication“, კვლევით სემინარებში მონაწილეობას.

 

სემინარების მეხუთე ნაკადი 2025 წლის 23 იანვარს გაიხსნა.

 

ონლაინსწავლება „Paths to Publication” მოიცავს კვლევასთან, სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან, გამოქვეყნებასა და გრანტებთან დაკავშირებულ სემინარებს, რომლებსაც მასპინძლობს ტეხას A&M-ის უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევის სკოლა და კურსდამთავრებულების მრჩეველთა საბჭო. სემინარების სერია განკუთვნილია აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის.

 

პირველ ლექციას ესწრებოდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები, მათ შორის, ბათუმის წარმომადგენლობიდან.

 

სესიას უძღვებოდა დოქტორი ჩენს ლევისი, ჩარლოტის, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის, Carol Grotnes Belk-ის, გამორჩეული პროფესორი. მან დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა თავისი გამოცდილება, მისცა რჩევები სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან დაკავშირებით და ისაუბრა იმ სტრატეგიის შესახებ, რომელიც წერის დროისა და პროდუქტიულობის გაზრდას ეხება.

 

ვებინარის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხი. შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია 13 თებერვალს.