სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის სამეცნიერო ჟურნალის მეექვსე ნომერი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის სამეცნიერო ჟურნალის მეექვსე ნომერი

გამოიცა სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის სამეცნიერო ჟურნალის მეექვსე ნომერი.

 

სამეცნიერო კრებულში წარმოდგენილი ხუთივე სტატია უაღრესად საინტერესო და საყურადღებოა და შეეხება ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორებიცაა:

  • სამედიცინო სამართლის სიახლეები გერმანიაში;
  • სამედიცინო განათლებაში სიმულაციებზე დაფუძნებული სწავლება და მისი ეთიკური ასპექტები;
  • სამედიცინო შეცდომის გამო ექიმის პასუხისმგებლობის მოწესრიგება ქართული კანონმდებლობით;
  • მცდარი სამედიცინო ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირთა წრე და სამედიცინო პასუხისმგებლობის დაზღვევა;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე „პინდო მულა ესპანეთის წინააღმდეგ და პაციენტის ავტონომიის პრინციპი.

 

2022 წელს ჟურნალი დაარსა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ბიგვავა - ბატიაშვილის იურიდიული ფირმასა და იურიდიული დახმარების სამსახურთან ერთად.

 

ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მედიცინაში არსებული სამართლებრივი გამოწვევების დასაძლევად, პაციენტის უფლებებისა და ექიმის პროფესიული და პირადი თავისუფლების დასაცავად.

 

ჟურნალის მეექვსე ნომრის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე: MedLaw-3-2024