24-27 იანვარს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით, თელავში გაიმართა გასვლითი „ზამთრის სკოლა - 2025“ გრუნის სტუდენტებისათვის.
პროექტში „ეფექტური კომუნიკაცია/მოლაპარაკებების ხელოვნება“ ჩართული იყვნენ სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, ბიზნესის, მედიცინისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლების სტუდენტები.
პროექტის ძირითად მიზანი იყო მონაწილეთა კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარ-ჩვევების განვითარება.
მეცადინეობები მოიცავდა პრაქტიკულ ვორქშოფებსა და ინტერაქტიულ აქტივობებს. სტუდენტები გაეცნენ წარმატებული მოლაპარაკებების სტრატეგიას, ეფექტური კომუნიკაციის საფუძვლებსა და მედიაციას, როგორც კონფლიქტის გადაჭრის თანამედროვე მექანიზმს.
სესიებს უძღვებოდნენ: მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, ირაკლი ყანდაშვილი და ამავე უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი ნინა გერსამიამ.
ზამთრის სკოლის მონაწილეებს, მათივე შეფასებით, პროექტმა მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინა - სტუდენტებმა გაიღრმავეს ცოდნა და განუვითარდათ უნარები, რომელიც დაეხმარებათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში.
პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა უნივერსიტეტის კანცლერის - გიორგი თავხელიძის, ხელშეწყობით.
პროექტის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე - ქეთევან გაბრიჭიძე.