ინფოტური კახეთის საოჯახო მარანში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ინფოტური კახეთის საოჯახო მარანში


2025 წლის 18 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, ასოცირებული პროფესორების - მაკა ფირანაშვილისა და ერეკლე უგრელიძის ხელმძღვანელობით, იმყოფებოდნენ კახეთში, სოფელ კაკაბეთში, საოჯახო მარანში.

 

ინფოტური მიზნად ისახავდა ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამის სილაბუსით განსაზღვრული გასტრონომიული და ღვინის ტურიზმის, ასევე, ტურიზმის გეოგრაფიის საკითხების შესასწავლად, გასვლით ლექციის ფარგლებში, ღვინის დაწურვის ტრადიციების, ღვინის ტურებისა და კომპანია "მუზეს" მარკეტინგულ გეგმების გაცნობას.

 

კომპანია "მუზეს" დამფუძნებელია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების (მარკეტინგი) საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული სოსო ჯიმშელაძე, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი - გრუნის ტურიზმის პროგრამის კურსდამთავრებული , ანნა კვარაცხელია.

 

კომპანია „ მუზე" 2020 წელს შეიქმნა. ღვინო არაერთხელ იქნა გატანილი ექსპორტზე ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ასევე, პოლონეთსა და პორტუგალიაში. „მუზეს" ღვინის საუკეთესო სახეობებს შორის აღსანიშნავია: საფერავი, რქაწითელი, თავკვერი, მწვანე კლასიკური და სხვა.

 

კომპანიის დამფუძნებელი სტუდენტებს ესაუბრა თავისი გამოცდილების შესახებ, დაათვალიერებინა მარანი, ვენახები, ბოთლში ჩამოსხმული სხვადასხვა სახის ღვინო, მოაწყო ღვინის დეგუსტაცია.

 

კახეთში სტუმრობა სასწავლო-შემეცნებითი ტურის გარდა კულტურულ პროგრამასაც ითვალისწინებდა. სტუდენტებმა დაათვალიერეს VI საუკუნის ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი.

 

გასვლითი ლექციები სტუდენტებს ეხმარება თეორიული ცოდნის შეძენასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაში.