სემინარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების შესახებ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სემინარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების შესახებ


2025 წლის 24 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, გაიმართა ადმინისტრაციის თანამშრომელთა სემინარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების შესახებ.

 

სემინარს უძღვებოდა უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, ასოცირებული პროფესორი ნიკა ასვანუა, რომელმაც განმარტა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციები, შეხვედრის მონაწილეებს გააცნო გრუნის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, თითოეული სამსახურისა და უნივერსიტეტს დაქვემდებარებული სამედიცინო დაწესებულებებისათვის შემუშავებული რეკომენდაციები, ის ძირითადი ღონისძიებები, რომელთა მეშვეობით უნივერსიტეტი უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესების შესაბამისობას კანონთან.

 

გამოითქვა მოსაზრება, უნივერსიტეტმა შეიმუშაოს არსებული და ახალი თანამშრომლების პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით უწყვეტი გადამზადების მექანიზმი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება უნივერსიტეტის საქმიანობის სპეციფიკა.

 

ნიკა ასვანუამ შეხვედრაზე დასმულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.