2025 წლის 24 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „GLOW GEORGIA”-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, „GLOW GEORGIA”-ს ოფისში, გაიმართა ტრენინგი მოსწავლეებისათვის: „ფინანსური განათლება და ინვესტირება“.
ტრენინგს უძღვებოდა გრუნის რექტორის მოადგილე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია.
ტრენინგს ესწრებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მე-9-მე-12 კლასების 50 გოგონა, რომლებიც დამატებით გრუნის სტუდენტურ საინვესტიციო ფონდსაც ეწვევიან და ადგილზე შეძლებენ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ლაივ რეჟიმში ვაჭრობას.
პროექტი აშშ-ის საელჩოს დემოკრატიული კომისიის მიერ დაფინანსდა.