პროფესიული განვითარება - გრუნის პრიორიტეტი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროფესიული განვითარება - გრუნის პრიორიტეტი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას მუდმივად განიხილავს პროფესიისადმი გაზრდილი მოთხოვნის სრულყოფის, დამატებითი ცოდნისა და უნარების ფორმირების შესაძლებლობად.

 

2024 წლის 4 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე ადამიანური რესურსის მართვის ცენტრის ხელმძღვანელი - ნანა ყუბანეიშვილი, გრუნის მხარდაჭერით, მონაწილეობდა Headvice Academy-ის ტრენინგში: ადამიანური რესურსების მართვა.

 

კურსი მოიცავდა, როგორც სალექციო ფორმატს, ისე პრაქტიკული საკითხების განხილვას, HRM პროექტებზე მუშაობას.

 

ტრენინგს უძღვებოდა თამარ კელენჯერიძე, პენსილვანიის უნივერსიტეტის ვარტონის სკოლის ონლაინკურსის - Gamification, კურსდამთავრებული; ვორკშოპების მართვის ინოვაციური მეთოდის - LEGO® SERIOUS PLAY, სერტიფიცირებული ფასილიტატორი.

 

Headvice Academy-ის ტრენინგის წარმატებით დასრულებისთვის ნანა ყუბანეიშვილს გადაეცა სერტიფიკატი.