სიანს პო რენის უნივერსიტეტთან პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი - სოფო გულიაშვილი და ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის სტუდენტები - ხატია ჯორბენაძე და გიორგი ლაღაძე, 2024-2025 სასწავლო წლის მეორე სემესტრში რენის პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში (Sciences Po Rennes) აგრძელებენ სწავლას.
სემესტრის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს გადაეცემათ Sciences Po Rennes - ის სერტიფიკატი, ხოლო გრუნი აღიარებს საფრანგეთში მიღებულ კრედიტებს.
სოფოს, ხატიასა და გიორგის ვულოცავთ საფრანგეთის პრესტიჟული სასწავლებლის სტუდენტობას და კვლავაც მრავალ წარმატებას ვუსურვებთ მათ!

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI