გრუნი, უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრის საშუალებით, აქტიურად განაგრძობს ახალგაზრდა თაობის იურისტებს შორის მედიაციის, როგორც დავის რეგულირების ახალი მექანიზმის პოპულარიზაციასა და მის მეცნიერულ და პრაქტიკულ შესწავლას.
გრუნის სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტმა, სამართლის სკოლის დეკანის მოადგილემ, ქეთევან გაბრიჭიძემ, წარმატებით გაიარა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სერტიფიცირების სტანდარტით გათვალისწინებული ეტაპები და წინასაახალწლოდ, მედიატორთა პროფესიულ დღეს, დადო ფიცი და მიიღო მედიატორის წოდება.
უნივერსიტეტი ულოცავს ქეთევან გაბრიჭიძეს ამ წარმატებას და უსურვებს ღირსეულად ატაროს ეს მეტად საპატიო წოდება.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI