25 დეკემბერს გრუნიში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - „მიმდინარე გამოწვევები თანამედროვე მეცნიერებაში“, გაიმართა, რომელშიც 150-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.
შემოსული 80-ზე მეტი განაცხადიდან 10 ნაშრომი საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შეფასდა უარყოფითად, TURNITIN-ის პროგრამის დახმარებით გამოვლენილი პლაგიატის გამო.
გრუნის რექტორის მოადგილემ, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ, კონფერენციის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა მეცნიერებისა და განათლების როლის შესახებ და ამასთან, სტუდენტებს გააცნო ციტირების ცალკეული სახეობები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამეცნიერო ნაშრომების მომზადებისას.
პლენარული სხდომის შემდგომ, კონფერენცია 7 თემატურ პანელად დაიყო, რომელსაც გრუნის პროფესორები: გოჩა ოჩიგავა, თენგიზ თაქთაქიშვილი, თამარ გამსახურდი, ქეთევან მაისურაძე და ახალგაზრდა მკვლევრები: ლანა ებრალიძე, გიგა თვაური, ქეთევან გაბრიჭიძე ხელმძღვანელობდნენ.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეები და გამარჯვებულები გრუნის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ; რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ და სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გოჩა ოჩიგავამ დააჯილდოვეს, სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები გადასცეს მათ.
კონფერენციის ნაშრომები გამოქვეყნებდა გრუნის ვებგვერდზე, ერთიანი კრებულის სახით და მას ISBN-სა და DOI-ს კოდები მიენიჭება.