დეკემბრის თვეში მედიაციის ცენტრმა კონკურსი - “გახდი მედიაციის ცენტრის სლოგანის ავტორი”, გამოაცხადა - გამოვლინდა გამარჯვებულიც.
კონკურსში მონაწილეობდა გრუნის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სხვადასხვა მიმართულების 40-მდე სტუდენტი, განხილულ იქნა 50-ზე მეტი ვერსია.
სლოგანის კონკურსი სახალისო ვორქშოპით დასრულდა, რომელსაც წინ უძღოდა ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი და თიმბილდინგი მედიაციის ცენტრის სტუდენტებისთვის. ინტერაქტიული ტრენინგი სწავლება-კეთების მეთოდოლოგიით ჩატარდა, რომელიც მოიცავდა მოლაპარაკებების ინტერაქტიულ სავარჯიშოებს, ჯგუფურ აქტივობებს, არავერბალური კომუნიკაციის საფუძვლებსა და პრეზენტაციებს.
სტუდენტების შეფასებით, ამ ღონისძიებამ მათ მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინა, კერძოდ: კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარების განვითარება, გუნდური მუშაობის გამოცდილება, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და სხვა.
მედიაციის ცენტრის გამარჯვებული სლოგანია; „Where the conflict finds a solution”. მისი ავტორია სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი - ელენე გიორგაძე.