მედიაციის ტრენინგი/კონკურსი კერძო სკოლა „IB მთიებში“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მედიაციის ტრენინგი/კონკურსი კერძო სკოლა „IB მთიებში“


გრუნის დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის ცენტრი აგრძელებს საგანმანათლებლო ტრენინგებს და საზოგადოებრივ ცნობიერებაში მედიაციის როლისა და მნიშვნელობის განმტკიცებას.

 

ცენტრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა ახალგაზრდებში / მოსწავლეებში, მედიაციის ცოდნის გავრცელება და ამ მიზნით სკოლებში ტრენინგის ჩატარება.

 

პროექტის ფარგლებში, მედიაციის ცენტრი „IB მთიების“ კერძო სკოლას ესტუმრა, სადაც ჩატარდა ინტერაქტიული ტრენინგი/კონკურსი, რომელიც მედიაციის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს ეხებოდა.

 

ღონისძიება გამორჩეული იყო როგორც თავისი ინტერაქტიული ფორმატით, ისე მონაწილეთა აქტიურობითა და ჩართულობით. მოსწავლეები გაეცნენ მედიაციის ფუნდამენტურ პრინციპებს, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზებსა და მედიატორის როლს. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებმა წარადგინეს პრეზენტაციები.

 

საკონკურსო პრინციპით ჩატარებული პრეზენტაციები გამოირჩეოდა მოსწავლეების კრეატიული მიდგომითა და ორატორული უნარით. ჟიურის თავმჯდომარემ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კანცლერმა - გიორგი თავხელიძემ, პროექტის საუკეთესო მონაწილეს გადასცა 100%-იანი სასწავლო გრანტის დამადასტურებელი ვაუჩერი, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა მონაწილემ მიიღო საგანმანათლებლო ტური ევროპაში.

 

ამგვარი ინიციატივები ხელს უწყობს ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარებას, რომელიც გრუნის საგანმანათლებლო საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.