24 დეკემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და საბანკო ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები, ერთობლივი ძალისხმევით, სტუდენტებისათვის შეიმუშავებენ ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებს (სასწავლო კურსები/მოდულები), რომელიც შეესაბამება საზოგადოების საჭიროებებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს.
საბანკო ასოციაცია აერთიანებს და იცავს 15 ქართული ბანკის ინტერესს.
ასოციაციის მიზანია საზოგადოებაში ფინასური ცნობიერების დონის ამაღლება და ამ სექტორში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.