ვებინარი "PSW-ების სასიცოცხლო როლი პაციენტთა მოვლაში"

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ვებინარი "PSW-ების სასიცოცხლო როლი პაციენტთა მოვლაში"

მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ჩატარდა ვებინარი "PSW-ების სასიცოცხლო როლი პაციენტთა მოვლაში", რომელშიც მონაწილეობდა - მედიცინის სკოლის აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

 

ვებინარს უძღვებოდა ანტუანეტ ჟულიენი, ინდუსტრიის ექსპერტი (Kensington Health), ჯანდაცვის სფეროში მუშაობის 20 - წლიანი გამოცდილებით.

 

ექსპერტმა ისაუბრა პაციენტთა მოვლაში PSW-ების სასიცოცხლო როლისა და იმ გავლენის შესახებ, რომელიც შეიძლება ჰქონდეთ თითოეულ ჩვენგანს ამ სფეროში. ასევე, იმ უნარების შესახებ, რომლებიც საჭიროა PSW-ის განვითარებისთვის.

 

ვებინარის დასასრულს ექსპერტმა უპასუხა დასმულ კითხვებს.