ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის დოქტორანტის გიორგი აფციაურის დისერტაციის საჯარო დაცვა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის დოქტორანტის გიორგი აფციაურის დისერტაციის საჯარო დაცვა


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში შედგა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის დოქტორანტის გიორგი აფციაურის დისერტაციის საჯარო დაცვა თემაზე: „მასმედია, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალება ინფორმაციულ საზოგადოებაში (საქართველოს მაგალითზე)“.

 

დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა: პროფესორი მიხეილ გოგატიშვილი, ფილოსოფიის დოქტორი.

 

საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტმა შესაძლებლად ჩათვალა - გიორგი აფციაურს მიენიჭოს ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.