კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონია გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონია გრუნიში


ყოველ შემოდგომაზე საუნივერსიტეტო ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი პერიოდი კურსდამთავრებულებთა გაცილებას უკავშირდება, როდესაც უნივერსიტეტი ერთგვარად აჯამებს საგანმანათლებლო საქმიანობის კონკრეტულ პერიოდს და ცხოვრების ასპარეზზე გასასვლელად აცილებს ახალგაზრდებს, აღჭურვილებს ცოდნითა და საჭირო უნარებით.

 

17 ოქტომბერს სასტუმრო „ბილტმორში“, კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონიაზე, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

 

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ გზა დაულოცა ახალგაზრდებს: „გილოცავთ სწავლის დასრულებას, დაგილოცავთ გზას, წარმატებას გისურვებთ და მადლობას გიხდით, რომ აირჩიეთ ჩვენი უნივერსიტეტი, სწორი არჩევანი ყოველთვის არის თქვენი წარმატების

საწინდარი. ვიმედოვნებთ, რომ ცხოვრებაში ჯერ კიდევ წინ გაქვთ ბევრი საინტერესო და ამაღელვებელი წუთი, ბევრი წარმატება, რომლითაც თქვენი დედა უნივერსიტეტი კვლავ და კვლავ იამაყებს...“

 

მადლიერების გამოსახატავად სტუდენტების მიერ მრავალი თბილი სიტყვა გამოითქვა, აღინიშნა, რომ გრუნის სიძლიერე მის გუნდურობაში, ღიაობასა და იმ მეგობრულ გარემოშია, რომელიც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს სხვებისაგან გამოირჩევს.

 

საზეიმო საღამოს დასასრულს სტუდენტებმა ფიცით დაადასტურეს ის სიყვარული და ერთგულება, რომელიც მათ სიცოცხლის ბოლომდე ამ უნივერსიტეტისაგან გაჰყვებათ.

 

კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონია სტუდენტური ჰიმნით, ტრადიციული ქუდების აყრითა და საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა.