გრუნის პროფესორი - საერთაშორისო კონფერენციაზე ტოკიოში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის პროფესორი - საერთაშორისო კონფერენციაზე ტოკიოში


გრუნის პროფესორმა - ოთარ გერზმავამ, მონაწილეობა მიიღო Goi peace International Foundation-ის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც ჩატარდა ტოკიოში, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბერის ჩათვლით.

 

კონფერენციაზე გრუნის პროფესორმა წარადგინა ვრცელი მოხსენება: „საქართველო მშვიდობისა და მომავალი პროგრესის ძიებაში: პრობლემები და პერსპექტივები“ („Georgia on the path to peace and further progress. Problems and prospects“).

 

კონფერენციის პარალელურად გაიმართა საქმიანი შეხვედრები, რომლის ფარგლებში ტოკიოს სამედიცინო და სტომატოლოგიური უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტთან მიღწეულია წინასწარი შეთანხმება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პერსონალისა და სტუდენტების გაცვლით პროგრამებში ჩართვის შესახებ.

 

დაიგეგმა Goi peace International Foundation - ის წევრებისა (ძირითადად, იაპონიის სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები) და გრუნის მედიცინის სკოლის პედაგოგებისა და სტუდენტების ერთობლივი სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც გაიმართება თბილისში, 2025 წლის სექტემბერ - ოქტომბერში.