File not found.
იტვირთება...
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე საჯარო დისკუსიით აღინიშნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე საჯარო დისკუსიით აღინიშნა


2024 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართა საჯარო დისკუსია: „ქართული კვალი აფხაზეთში და მისი შენარჩუნებისა და დაცვის სამართლებრივი მექანიზმები“.

 

ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის მიწვევით, დისკუსიას უძღვებოდა გრუნის ასოცირებული პროფესორი - გოჩა ოჩიგავა.

 

შეხვედრა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თემურ ჩილაჩავამ. დისკუსიაში მონაწილეობდნენ მეცნიერები, რომლებმაც თავიანთი კვლევითი საქმიანობა დაუკავშირეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელ მეცნიერებას, ასევე, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორები, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების წამომადგენლები და სხვ.

 

გრუნის პროფესორის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა:

  • იუნესკო და მისი ფუნქცია კულტურული ძეგლების დაცვისა და მათი ავთენტურობის შენარჩუნების პროცესში;
  • საქართველო და იუნესკო;
  • ეთნოციდი - ხალხის კულტურის განადგურება აფხაზეთში და კულტურული უფლებების აღდგენის სამართლებრივი მექანიზმები;
  • აფხაზეთში არსებული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლების დაცვის დროებითი ღონისძიებები;
  • აფხაზეთის საკითხებზე მომუშავე ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობის სახელწიფო პროგრამა;
  • აფხაზეთის ისტორიული ძეგლების ამჟამინდელი მდგომარეობა და სხვ.

 

შეხვედრაზე აღინიშნა ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიასა და გრუნის შორის კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობა, გამოითქვა კონკრეტული წინადადებები.

 

გრუნი მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკის შემსწავლელი მეცნიერების განვითარებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში.