2024 წლის 22-23 ნოემბერს თურქეთის ქალაქ ბაიბურთში გაიმართა VI მსოფლიო კონგრესი - “International World Health Congress“.
კონგრესზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტმა ნაზანინ ნოურადინმა, გრუნის პროფესორის - გიორგი დუღაშვილის, ხელმძღვანელობით, წარადგინა სამეცნიერო ნაშრომი: “ექიმთა სქესის გავლენა თურქეთში ქალ პაციენტებთან კომუნიკაციასა და კონსულტაციაზე“.
მოხსენებამ მონაწილეების დიდი ინტერესი გამოიწვია. აღნიშნული პრობლემა არახალია, თუმცა უდავოა, რომ თანამედროვე სამყაროსა და საზოგადოებაში, ის ახლებურ მიდგომას საჭიროებს, განსაკუთრებით კი იქ, სადაც დიდია რელიგიისა და ტრადიციების გავლენა.