2024 წლის 16 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და ასოცირებული პროფესორის მაკა ფირანაშვილის ხელმძღვანელობით, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა სასწავლო-შემეცნებითი ტური მესხეთში.
ტური მიზნად ისახავდა საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების გაცნობას, კერძოდ, მესხეთის რეგიონის შესწავლას. სტუდენტებმა პროფესორთან ერთად შეადგინეს და დაამუშავეს მარშრუტი, მოამზადეს სასწავლო თემატიკა და მოინახულეს X საუკუნის საფარისა და XIII-XIV საუკუნის ზარზმის მონასტრები.
პროგრამით განსაზღვრული გასვლითი ლექციის ფარგლებში, ეწვივნენ ახალციხეს, რაბათის ციხეს, რომელიც ძველი მესხეთის მთავარ ქალაქსა და სამცხის ათაბაგთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ციხე-კომპლექსის ტერიტორიაზე სტუდენტებმა დაათვალიერეს გალავანი, ციტადელი, IX-X სს-ის მართლმადიდებლური ტაძარი, ჰაჯი ახმედ-ფაშა ჯაყელის სახელობის მეჩეთი, მედრესე, მინარეთი და ჯაყელების სასახლე, რომელშიც განთავსებულია სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი.
ტურის ბოლოს სტუდენტებმა წარმოადგინეს თემები საქართველოს მრავალფეროვანი და საინტერესო ტურისტული დანიშნულების ადგილების შესახებ, მათი მნიშვნელობისა და მართვის გათვალისწინებით.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI