2024 წლის 20 ნოემბერს თბილისში უკვე მესამედ გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ.
კონფერენცია, რომელიც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით მომზადდა, სხვადასხვა ქვეყნის 15-მდე დელეგაციას მასპინძლობდა.
კონფერენციის ფარგლებში გამართული ერთ-ერთი პანელის - „ეფექტიანი ანტიდემპინგური პოლიტიკის განხორციელება, აღსრულების პრაქტიკა და სამომავლო პერსპექტივები“, მოდერატორად მიწვეულ იქნა გრუნის ბიზნესისა და მართვის სკოლი დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია.
პანელის მუშაობაში მონაწილეობდნენ:
- ელენე ცხომელიძე - ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტის უფროსი | GCCA ;
- მარიანა მორგოშია - საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
- მიხეილ ჭელიძე - მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტი;
- თათია ნიკვაშვილი - ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე | GCCA ;
- მარიამ გაბუნია - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.