2024 წლის 19 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტები სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ.
კონფერენცია - „საქართველოს კურორტების განვითარების მომავალი“, მიზნად ისახავდა საქართველოს კურორტების განვითარების ხელშეწყობას, სააგენტოსა და საქართველოში აკრედიტირებულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სტუდენტების ჩართვას ქვეყნის ჯანმრთელობის, ტურიზმისა და კურორტების სამომავლო განვითარებაში.
კონფერენციის მოდერატორი იყო ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი გივი ყუფარაძე. კონფერენციის თემატურ მიმართულებებად განისაზღვრა: ბალნეოლოგიური, კლიმატური, ველნეს და სპა კურორტები;
სამეცნიერო კონფერენციები სტუდენტებს ეხმარება კვლევით და სამეცნიერო საქმიანობაში, უვითარებს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, სძენს გამოცდილებას.