2024 წლის 13 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს სტუმრობდა ლონდონში დაფუძნებული სააგენტო „ConceptDigital”-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, თენგიზ მესხი. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს მხარეთა შორის ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო, კვლევითი და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, რესურსების გაზიარებას, ღონისძიებების ორგანიზებასა და პროფესიული კადრების მომზადებას.
შეხვედრაზე თენგიზ მესხს უმასპინძლეს: უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ვახტანგ ჭარაიამ; რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ და საერთაშორისო ინტეგრაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ თავხელიძემ.
მხარეებმა განიხილეს სამომავლო გეგმები, მათ შორის, სტუდენტური სტაჟირებების ორგანიზების შესაძლებლობები.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI