გრუნის ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტები საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროექტ UNI4VERSE- ის ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ და 17 ქართული უნივერსიტეტის გუნდს „მწვანე“ ბიზნესიდეების კონკურსში დაუპირისპირდებიან.
მიხეილ მაისურაძე, ნიკა წივწივაძე, ანა ურუშაძე და მარი თოდუა ცირკულარული ეკონომიკური მოდელის პროექტით „Retyrus“ მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ, სადაც გაივლიან ტრენინგს თბილისის ტექნოპარკში.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პარტნიორია, მათთან თანამშრომლობით, გრუნიში დაფუძნდა „სტარტაპ აქსელერაციის ცენტრი“, რომლის ფარგლებშიც მომზადდა პროექტი Retyrus-ი.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI