გრუნი - სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მეცნიერების განვითარების სადარაჯოზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნი - სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მეცნიერების განვითარების სადარაჯოზე


19 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა გრუნის პარტნიორი ორგანიზაციის - უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის, 2024 წლის შემაჯამებელი შეხვედრა. ასოციაციამ უსაფრთხოების თემატიკაზე ახალი, 2024 წლის, მეცნიერული გამოცემები წარადგინა.

 

შეხვედრაზე განიხილეს დარგის განვითარების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეგიონში არსებული გამოწვევების მოგვარების საკითხები.

 

წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე მადლობის სიგელები გადაეცათ პარტნიორ ორგანიზაციებს. ასოციაციის თავმჯდომარემ - ბესიკ ობოლაძემ, საგანგებოდ აღნიშნა გრუნის წვლილი 2024 წლის ერთობლივ სამეცნიერო ღონისძიებებში. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა ეკრანზე ეხილა ამ თანამშრომლობის ამსახველი ფოტომასალა.

 

უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციასა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებაში შეტანილი წვლილისათვის გრუნის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის ხელმძღვანელს - გოჩა ოჩიგავას, გადაეცა მადლობის სიგელი.

 

შეხვედრაზე არაერთხელ დადასტურდა ასოციაციასა და გრუნის შორის აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.