2024 წლის 5 ოქტომბერს გრუნის სტუდენტურმა თვითმმართველობამ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა.
ღია კარის დღე უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა და სტუდენტებმა მოსწავლეებს საინტერესო შემეცნებით-გასართობი ღონისძიება შესთავაზეს.
თბილისისა და რეგიონების 200-მდე მოსწავლე, სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან ერთად სტუმრობდნენ უნივერსიტეტს. თითოეულმა მათგანმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღო გრუნის საგანმანათლებლო პროგრამებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც უნივერსიტეტი სთავაზობს ახალგაზრდებს.
უშუალო, მეგობრული გარემო, გასართობი კუთხეები, მუსიკა და გამასპინძლება - ამ არაორდინარული ღონისძიების შემადგენელი ნაწილი გახლდათ.
ღია კარის დღემ პედაგოგებისა და მოსწავლეების საუკეთესო შეფასება დაიმსახურა:
„დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, იშვიათად მინახავს ისეთი გემოვნებიანი და საინტერესო ღია კარის დღე, როგორიც გქონდათ. მადლობა ამ შესაძლებლობისათვის“ - ნუნუ ვაშაძე, თბილისის 166-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე.