2024 წლის 22 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა აპლიკაციასთან „სტუდენტ ჰანთი“.
მემორანდუმის ფარგლებში, აპლიკაცია უზრუნველყოფს ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტების სტაჟირებასა და გადამზადებას. აქტიურად მიიღებს მონაწილეობას უნივერსიტეტში განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობაში, ჩაატარებს საჯარო ლექციებს, ასევე, სტუდენტებს შესთავაზებს ფასდაკლებებს.
„Students Hunt” 200- მდე პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, რომელიც ორიენტირებულია სტუდენტებზე მორგებულ პროდუქციასა და მომსახურებაზე.