1 - 2 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა ევრაზიის მე-13 მულტიდისციპლინური ფორუმი, რომელსაც გრუნი პარტნიორ „ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტთან“ ერთად ატარებს და უკვე იქცა უნივერსიტეტი ტრადიციის ნაწილად.
ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გრუნის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე და ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი ჯოვან შაპოვსკი. ფორუმზე განიხილეს სხვადასხვა სფეროს აქტუალური საკითხები და არსებული გამოწვევები: პერსონალური მონაცემების დაცვის სისტემა: კიბერუსაფრთხოება არქიტექტურა საქართველოში, ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის სამართლებრივი ასპექტები, სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარების ანალიზი, მწვანე მარკეტინგი – ყოვლისმომცველი ბიბლიომეტრიული ანალიზი და მიმდინარე ტენდენციები, შრომის ბაზრის ევოლუციის პროგნოზი და სხვა.
ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა, ახალგაზრდა მკვლევრებმა, დოქტორანტებმა, საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს და გამართულ დისკუსიაზე თავიანთი მიგნებები გაუზიარეს ფორუმის მონაწილეებს.
კონფერენცია ორ სესიად მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობდნენ მაკედონიის, თურქეთის, რუმინეთის, ირანის, ინდოეთისა და სხვა ქვეყნების სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. ფორუმზე წარმოდგენილი სტატიები დაიბეჭდება ფორუმის მასალებში.