მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინიციატივით, უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრნენ ქართველი პროზაიკოსის - გიორგი კეკელიძის, წიგნის “დედა და ილიას“ პრეზენტაციას.
წიგნი ეძღვნება UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას, ოჯახურ ცხოვრებასა და სპორტულ კარიერას.
ღონისძიებას სტუდენტების გარდა ესწრებოდნენ საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, ჩემპიონის ოჯახის წევრები, მეგობრები.
პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა, ღონისძიების დასასრულს სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა ფოტოები გადაეღოთ წიგნის ავტორთან, წიგნის მთავარ გმირთან - ილია თოფურიას დედასთან, ინგა ბენდელიან-თოფურიასთან.
ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა წიგნის ავტორი, გიორგი კეკელიძე, მოიწვია უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრაზე.