2024 წლის 4-7 ოქტომბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი - მიხეილ გოგატიშვილი, მონაწილეობდა საერთაშორისო კონგრესის - „ფილოსოფია და რელიგია ისტორიასა და თანამედროვეობაში“, მუშაობაში, რომელიც გაიმართა იტალიაში, ქალაქ ურბინოში, კარლო ბოს უნივერსიტეტში.
გრუნის პროფესორმა კონგრესზე წარადგინა მოხსენება: „ჰეგელის დიალექტიკა და ჭეშმარიტების თეორია მეოცე საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში (კოტე ბაქრაძე და სავლე წერეთელი)“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორს საინტერესო შეხვედრები ჰქონდა კონგრესის მონაწილეებთან.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI