გრუნის ასისტენტ-პროფესორი გიგა თვაური სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა გერმანიაში. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით ახალგაზრდა მეცნიერი კონსტანცის ტექნოლოგიის, ეკონომიკისა და დიზაინის უნივერსიტეტში (HTWG) დაესწრო წამყვანი მეცნიერების სემინარებს.
მისი საკვლევი თემა მოიცავდა ევროპის გაზრდილ ენერგომოხმარების დაკმაყოფილებას და განახლებადი ენერგიის წყაროების (ჰიდროენერგია) ათვისების რაციონალურ მიდგომას.
კვლევის შედეგები გრუნის სახელით ახლო მომავალში საერთაშორისო რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდება.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI