გრუნის სტუდენტები - გონიოს საერთაშორისო პროექტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტები - გონიოს საერთაშორისო პროექტში


2024 წლის 16-26 ოქტომბერს, ორგანიზაცია GYDA-ს ხელმძღვანელობით, გონიოში განხორციელდა პროექტი “Digital Dance“.

 

„Erasmus+ “-ის საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში გრუნის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: ლიკა ჯაფარიძე, ლიკა დარჩია და ლიკა მაისურაძე მონაწილეობდნენ.

 

ცეკვა, როგორც ხელოვნება და მისი როლი ციფრულ სამყაროში - ასეთი იყო პროგრამის მთავარი გზავნილი. ციფრული ცეკვის პროექტით მონაწილეებს საშუალება მიეცათ ესწავლათ, თუ როგორ შეუძლია ტექნოლოგიას გავლენა მოახდინოს მოძრაობაზე, ემოციის გამოხატვასა და აუდიტორიის ურთიერთქმედებებზე.

 

პროექტში გრუნის სტუდენტები უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციის - „ქართველი ახალგაზრდების განვითარების ასოციაციის” მხარდაჭერით ჩაერთნენ. 10 დღის განმავლობაში სტუდენტები აქტიურად მონაწილებდნენ სხვადასხვა სემინარის დაგეგმვასა და მომზადებაში, გამოცდილებას უზიარებდნენ უცხოელ ახალგაზრდებს და წარმოაჩენდნენ საკუთარი ქვეყნის კულტურას.

 

აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობდა 55 ახალგაზრდა საქართველოდან, უკრაინიდან გერმანიიდან, ჩეხეთიდან, თურქეთიდან და პოლონეთიდან.

 

პროექტი „Digital Dance“ სრულად დაფინანსდა „Erasmus+” -ის მიერ.