გრუნის ახალგაზრდა მკვლევარი, სამართლის დოქტორანტი თორნიკე მერებაშვილი, სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკაში - ნოტრ დამის უნივერსიტეტში.
ის მონაწილეობდა მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ICLARS - ის რიგით მე-7 სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში და წარადგინა მოხსენება: “Property of Church and Georgian Land Law: Freedom of Religion v. Property Rights“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
თორნიკეს პანელზე სამეცნიერო მოხსენებები წარმოადგინეს, ასევე: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორმა დიმიტრი გეგენავამ, ტენესის უნივერსტიტეტის პროფესორმა რობერტ ჩარლზ ბლიტმა, ტორინოს უნივერსიტეტის პროფესორმა დავიდე დიმოდუნიომ და ანა დე სოუზამ. პანელს საგანგებოდ ესწრებოდნენ საერთაშორისოდ აღიარებული ცნობილი მეცნიერ-მკვლევრები, მათ შორის, ჰარვარდის კურსდამთავრებული და ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტის პროფესორი, ლეგენდარული კოულ დურჰემი.
თორნიკე მერებაშვილმა, ვიზიტის ფარგლებში, სამეცნიერო კვლევები განახორციელა, აგრეთვე, ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტში, იუტა, აშშ.
კვლევის შედეგები თორნიკე მერებაშვილის სადისერტაციო ნაშრომში აისახება.