პროფესორ მინდია ცეცხლაძის სამეცნიერო მივლინება გერმანიაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროფესორ მინდია ცეცხლაძის სამეცნიერო მივლინება გერმანიაში


2024 წლის 4-11 ოქტომბერს გრუნის ბათუმის წარმომადგენლობის მოწვეული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი - მინდია ცეცხლაძე, სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ ვაიმარში, სადაც ახალგაზრდა მკვლევარმა კონფერენციაზე წარადგინა სამეცნიერო მოხსენება და მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში.

 

4-6 ოქტომბერს ნიცშეს ახალგაზრდა მკვლევართა ფორუმზე მინდია ცეცხლაძე ჩაერთო დისკუსიაში „ნიცშეანელი ფილოსოფოსის ეკონომიის პრინციპები“.

 

7-11 ოქტომბერს კი საერთაშორისო კონფერენციაზე “ნიცშეს მომავლები“, რომელიც ორგანიზებული იყო ახალგაზრდობის, კულტურისა და განათლების ცენტრის - “Mon Ami“-ის მიერ, წარადგინა მოხსენება: “მსოფლიო კაფეს“.

 

უნივერსიტეტი ულოცავს ბატონ მინდიას საერთაშორისო წარმატებას.