აშშ-ის საელჩოს გაცვლითი პროგრამების ვებინარი აკადემიური პერსონალისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


აშშ-ის საელჩოს გაცვლითი პროგრამების ვებინარი აკადემიური პერსონალისთვის

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა, აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით, ჩაატარა ვებინარი, რომლის მიზანია აკადემიურ პერსონალს გააცნოს ინფორმაცია აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების შესახებ:

 

 

ამერიკის საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორმა, თათა თოდრიამ დაწვრილებით ისაუბრა აკადემიური პერსონალისთვის განკუთვნილი პროგრამების სააპლიკაციო პროცესის, იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესახებ, რომელთა შესრულება პროგრამის მონაწილეთათვის სავალდებულოა.

 

აშშ-ის საელჩო უკვე მეოთხე წელია ექსკლუზიურად ატარებს გრუნის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ვებინარებს გაცვლითი პროგრამების შესახებ. ვებინარი ხელს უწყობს პერსონალის პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

 

რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ საელჩოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა დათმობილი დროისა და ეფექტური თანამშრომლობისთვის.

 

ვებინარის ბოლოს, დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის სასურველ კითხვებზე.