2024 წლის 4-11 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მოწვევით თბილისში იმყოფებოდა სკრენტონის (აშშ) უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტის დეპარტამენტის პროფესორი დანიელ ვესტი.
ვიზიტის ფარგლებში, ქართული და ამერიკული მხარეების შემდგომი ურთიერთობის გასაღრმავებლად, საინტერესო შეხვედრა გაიმართა გრუნის რექტორთან - მამუკა თავხელიძესთან. ამერიკელი პროფესორი გაეცნო მედიცინის სკოლის სასწავლო ბაზებს, პროფესორ-მასწავლებელთა მუშაობას.
პროფესორმა ვესტმა გრუნის პროფესორებისა და სტუდენტებისათვის წაიკითხა რამდენიმე ლექცია ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა: საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ასპექტები, უმაღლესი სამედიცინო განათლების განვითარების გლობალური პერსპექტივები და ამომწურავად უპასუხა დასმულ შეკითხვებს.