GRUNI-ის მდგრადი განვითარების ცენტრმა კიდევ ერთი წარმატებული პროექტი განახორციელა.
16 ოქტომბერს მან მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ i5 ვორკშოპს უმასპინძლა, რომლის მიზანია გაეროს სტანდარტებით აკადემიური პერსონალის მომზადება და სწავლების პროცესში თანამედროვე მეთოდების გამოყენება. ღონისძიებას სერტიფიცირებული i5 ექსპერტები - ასოცირებული პროფესორები ავრორა დიას სოლოაგა და ეკატერინა ივანოვა უძღვებოდნენ. ვორკშოპის მონაწილეები გაეცნენ PRME საზოგადოების მიერ მხარდაჭერილ ინოვაციურ i5 პედაგოგიკას და გადაეცათ 2024 წლის i5 PRME-ის ოფიციალური სერტიფიკატები.
შეგახსენებთ, რომ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გაეროს პასუხისმგებლიანი მენეჯმენტის განათლების პრინციპების ინსტიტუტების (UN PRME) ოფიციალური ხელმომწერი წევრია. UN PRME-ის წევრობით უნივერსიტეტი ერთგულებას უცხადებს პასუხისმგებლიანი მენეჯმენტის განათლების 7 პრინციპს და i5 ვორკშოპის ორგანიზებით ხელს უწყობს ამ პრინციპების რეალიზებას.