სამართლის სკოლა გერმანულ გამოცემაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამართლის სკოლა გერმანულ გამოცემაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ, სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში, მოამზადა სტატია: “სოციალურ საბინაო ფონდთან დაკავშირებული თანამედროვე გამოწვევები და მათი სამართლებრივი რეგულირება“, რომელიც გერმანულ საერთაშორისო ჟურნალში - DIZZW №88/2024, გამოქვეყნდა.

 

აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრების: ამირან მოსულიშვილის, გულნაზ გალდავას, ია ხურციძის, გოჩა ოჩიგავას, თორნიკე მერებაშვილისა და სოფიო ბარნაბიშვილის, ერთობლივ სტატიაში განხილულია საბინაო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები პოსტსაბჭოთა საქართველოში. მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა საბჭოთა პერიოდში მემკვიდრეობით მიღებული საცხოვრებელი სახლების სამართლებრივ სტატუსზე. ავტორები საუბრობენ ქვეყანაში სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისათვის აუცილებელი სოციალური საბინაო ფონდის შექმნის მნიშვნელობაზე. სტატიის ვრცელი ნაწილი ეთმობა მუნიციპალური საბინაო პოლიტიკის თავისებურებებს, სოციალური საბინაო ფონდის საჭიროებების შეფასებასა და მისი განახლების საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვას.

 

გრუნი 2024-2025 სასწავლო წელსაც აგრძელებს აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერას.