2024 წლის 10 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა კონფერენცია/დისკუსია: „საადვოკატო გამოძიება: თეორიისა და პრაქტიკის პრობლემები“.
ღონისძიება ჩატარდა პარტნიორი ორგანიზაციის - „უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის" ორგანიზებით, რომელშიც მონაწილეობდა უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი გოჩა ოჩიგავა.
სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებმა, ახალგაზრდა მკვლევრებმა განიხილეს საადვოკატო გამოძიებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საადვოკატო გამოძიების ცნება და არსი, საადვოკატო გამოძიების, როგორც დამოუკიდებელი სამართლებრივი ინსტიტუტის იურიდიული ბუნება, ამოცანები, შინაგანი სტრუქტურა და სხვ.
თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციასთან გრძელდება.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI