სიანს პო რენის უნივერსიტეტთან მრავალწლიანი პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის სტუდენტები - სალომე ონეზაშვილი და ქეთევან ჯოჯუა, სამართლის სკოლის სტუდენტი - სოფო გულიაშვილი, 2024-2025 სასწავლო წლის პირველ სემესტრში რენის პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში (Sciences Po Rennes) განაგრძობენ სწავლას.
სემესტრის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს გადაეცემათ Sciences Po Rennes - ის სერტიფიკატი, ხოლო გრუნი აღიარებს საფრანგეთში მიღებულ კრედიტებს.
სალომეს, ქეთევანსა და სოფოს ვულოცავთ საფრანგეთის პრესტიჟული სასწავლებლის სტუდენტობას და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ მათ!

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI