აბიტურიენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში საბაკალავრო საფეხურზე სწავლის უფლება, 2024 წლის 2 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე https://registration.gruni.edu.ge (გააქტიურდება 2 სექტემბერს 11:00 საათზე).
აბიტურიენტმა ელექტრონული რეგისტრაციის პროცესში ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- საშუალო სკოლის ატესტატი
- სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
- ფოტოსურათი (3X4)
- პირადობის მოწმობა;
- არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში მისი დაბადების მოწმობა;
- არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის) პირადობის მოწმობა (ელექტრონული რეგისტრაცია ხორციელდება კანონიერ წარმომადგენელთან ერთად).
- სარეგისტრაციო საზღაურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი)
რეგისტრაციის საზღაური შეადგენს 35 (ოცდათხუთმეტ) ლარს. თანხის გადახდა შეიძლება მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:
სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო) - TBCBGE22
მიმღების დასახელება - შპს “გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“
საიდენთიფიკაციო კოდი - 200002120
ანგარიშსწორების ანგარიში - GE31TB7855236020100009
აბიტურიენტები რეგისტრირებულად ჩაითვლებიან პორტალზე სარეგისტრაციო საზღაურის დამადასტურებელი და სხვა მითითებული დოკუმენტების ატვირთვის შემდეგ.
ელექტრონული რეგისტრაციის შეუძლებლობის შემთხვევაში რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია უნივერსიტეტში.
მისამართი: ბათუმი, მახინჯაური, თამარ მეფის ქუჩა № 60
გულო თურმანიძე - ხელმძღვანელის მოადგილე
ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის საკითხებში
ელ-ფოსტა: g.turmanidze@gruni.edu.ge ტელ: (+995 0422) 245133